ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყება: "ჭკუიდან შეშლილი მოხუც ტრამპის უგუნური გამონათქვამები ვერ შეგვაშინებს" - კვირის პალიტრა

ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყება: "ჭკუიდან შეშლილი მოხუც ტრამპის უგუნური გამონათქვამები ვერ შეგვაშინებს"

აზიური ტურნეს ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ჭეშმარიტი ბუნება გამოავლინა და აჩვენა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის დამანგრეველია, - ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაში.

"ტრამპმა თავისი ვიზიტის დროს გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი ბუნება. ის საყოველთაო მშვიდობისა და სტაბილურობის დამანგრეველია. ის ითხოვდა ბირთვულ ომს კორეის ნახევარკუნძულზე", - ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყების განცხადებაში.

ჩრდილოეთ კორეაში მიიჩნევენ, რომ აშშ-ს ლიდერი შეეცადა ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ განეწყო.

"ჭკუიდან შეშლილი ისეთი მოხუცის, როგორიც არის დონალდ ტრამპი, უგუნური გამონათქვამები ვერ შეგვაშინებს, ვერ შეაჩერებს ჩვენს პროგრესს", - აღნიშნეს ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"