"ამაზე ვისაუბრებ როდესაც..." - პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს?
"ამაზე ვისაუბრებ როდესაც..." - პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს?
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობა-არმონაწილეობაზე საუბარი ნაადრევია.

„პასუხის გარეშე დავტოვებ ამ საკითხს. მივიღებ თუ არა მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამაზე ვისაუბრებ, როდესაც დრო მოვა“, - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია 7-17 დეკემბრის პერიოდიდან იწყება. არჩევნების სავარაუდო თარიღი კი 2018 წლის 18 მარტია.

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია არჩევნებში მონაწილეობა.

"ინტერპრესნიუსი"

maxa
16 ნოემბერი 2017 00:10
რავა ვითომ მიშაზე ნაკლებია?
merabi
11 ნოემბერი 2017 17:48
გადააკეტოს ბარემ კონსტიტუცია და იმპერატორი გახდეს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?