"ამაზე ვისაუბრებ როდესაც..." - პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს? - კვირის პალიტრა

"ამაზე ვისაუბრებ როდესაც..." - პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობა-არმონაწილეობაზე საუბარი ნაადრევია.

„პასუხის გარეშე დავტოვებ ამ საკითხს. მივიღებ თუ არა მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამაზე ვისაუბრებ, როდესაც დრო მოვა“, - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია 7-17 დეკემბრის პერიოდიდან იწყება. არჩევნების სავარაუდო თარიღი კი 2018 წლის 18 მარტია.

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია არჩევნებში მონაწილეობა.

"ინტერპრესნიუსი"