დამანგრეველი მიწისძვრა ირანში - 330-მდე დაღუპული და ასობით დაშავებული - კვირის პალიტრა

დამანგრეველი მიწისძვრა ირანში - 330-მდე დაღუპული და ასობით დაშავებული

ირანში, ქერმანშაჰის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 330 ადამიანამდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, 2,5 ათასი ადამიანი დაშავებულია.

ამის შესახებ ნათქვამია პროვინციის სამედიცინო სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო 225 დაღუპულზე.

7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირანი-ერაყის საზღვარზე მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"