ერდოღანი: "ამერიკამ ძალიან დაგვწყვიტა გული, "ისლამურ სახელმწიფოს" დოლარები მისცეს" - კვირის პალიტრა

ერდოღანი: "ამერიკამ ძალიან დაგვწყვიტა გული, "ისლამურ სახელმწიფოს" დოლარები მისცეს"

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ "ისლამური სახელმწიფოს" ფინანსურ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წერს.

"აშშ-მ ძალიან დაგვწყვიტა გული. გვითხრეს, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვიან და რა გააკეთა? "ისლამურ სახელმწიფოს" დოლარები მისცეს", - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, აშშ "ყოველთვის არღვევს" შეთანხმებებს.

"როდესაც ჩვენ მათ მანბიჯსა და რაქაში თანამშრომლობა შევთავაზეთ, ისინი დაგვპირდნენ, რომ იქ "სირიის დემოკრატიული კავშირის" არც ერთი წევრი არ დარჩებოდა. მაგრამ ეს დანაპირები მათ არ შეასრულეს. ახლა აშშ-ში ხელმძღვანელობა შეიცვალა, მაგრამ ყველაფერი ძველებურად დარჩა", - აღნიშნა ერდოღანმა.

"ინტერპრესნიუსი"