ტიმოშენკო: "საქართველოს პრეზიდენტი აიძულეს სახურავზე გასულიყო" - კვირის პალიტრა

ტიმოშენკო: "საქართველოს პრეზიდენტი აიძულეს სახურავზე გასულიყო"

პარტია "ბატკივშინას" ლიდერმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ანგარიშსწორებაა. "

"ეს ანგარიშსწორებაა. სხვანაირად ამას ვერ უწოდებ. მის სახლში შეიჭრნენ, ადვოკატები არ დაუშვეს, დეპუტატები არ მიუშვეს. საქართველოს პრეზიდენტი აიძულეს სახურავზე გასულიყო და ლამის აიძულეს აივნიდან გადამხტარიყო", - განაცხადა იულია ტიმოშენკომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"