ჟირინოვსკი: "ხელები შორს მიშიკოსგან!"
ჟირინოვსკი: "ხელები შორს მიშიკოსგან!"
მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული სიტუაცია უარყოფს უკრაინის ხელისუფლების განცხადებას, რომ ისინი ნამდვილი დემოკრატები არიან, - ამის შესახებ "ლიბერალურ- დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება თავის თავს არცხვენს მიხეილ სააკაშვილის დევნით.

"როგორი არამზადაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან მიმართებაში, რთულია იმის უარყოფა რომ მას შეუძლია მუშაობა. მას ამას ვერ წაართმევ", - აღნიშნა ჟირინოვსკიმ.

მისი თქმით, როდესაც სააკაშვილი არაკომფორტული გახდა კიევის "დემოკრატებისთვის", ის მოგონილი მიზეზით გააგდეს, ხოლო როდესაც განაცხადა, რომ პოროშენკოს იმპიჩმენტი სურს, სამარცხვინო აქცია ჩაატარეს და
მოქალაქეობა ჩამოართვეს.

"სააკაშვილმა ნება გამოაჩინა, იბრძოლა, უკრაინაში დაბრუნდა, მხარდამჭერები მოიზიდა და ახალი მოთხოვნა გააჟღერა - პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენება. როგორ უპასუხა მას "დემოკრატიულმა ხელისუფლებამ"? მის დაპატიმრებას ცდილობენ. მაგრამ ესეც კი არ გამოუვათ მათ. ხელები შორს მიშიკოსგან!" - დასძინა ჟირინოვსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"
111
10 დეკემბერი 2017 14:19
მედეა კოლხი მედეას სახელ ამართლებ
მზექალა
07 დეკემბერი 2017 12:43
ერთი ქართული სიმღერის ტექსტი ამომიტივტივდა: „თურმე როგორ მყვარებიხარ, თურმე როგორ მჭირდები"...
მედეა
07 დეკემბერი 2017 11:08
საქართველოში ბაზები უნდოდათ და --გააკეთეს მიშიკოს ხელით, ახლა უკრაინაში უნდათ სამხედრო ბაზები და იყენებენ ---მიშიკოს---საქართველო სამ სახელმწიფოდ დააშლევინა, უკრაინასაც სამად დააშლევინებს----აი, ასე ვიცით ჩვენ!--ჯაყოს გამოთქმაა ჟირინოვსკის პათოსი. ვაი, რომ ასეა ეს!----ნაციონალებო! დაუკვირდით ვის დასაცავად გამოდიხართ, ვის ერთგულობთ, ვისთან ერთადაც გინდათ საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო პერიოდის თანამონაწილედ დაფიქსირდეთ!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა