ჟირინოვსკი: "ხელები შორს მიშიკოსგან!" - კვირის პალიტრა

ჟირინოვსკი: "ხელები შორს მიშიკოსგან!"

მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული სიტუაცია უარყოფს უკრაინის ხელისუფლების განცხადებას, რომ ისინი ნამდვილი დემოკრატები არიან, - ამის შესახებ "ლიბერალურ- დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება თავის თავს არცხვენს მიხეილ სააკაშვილის დევნით.

"როგორი არამზადაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან მიმართებაში, რთულია იმის უარყოფა რომ მას შეუძლია მუშაობა. მას ამას ვერ წაართმევ", - აღნიშნა ჟირინოვსკიმ.

მისი თქმით, როდესაც სააკაშვილი არაკომფორტული გახდა კიევის "დემოკრატებისთვის", ის მოგონილი მიზეზით გააგდეს, ხოლო როდესაც განაცხადა, რომ პოროშენკოს იმპიჩმენტი სურს, სამარცხვინო აქცია ჩაატარეს და მოქალაქეობა ჩამოართვეს.

"სააკაშვილმა ნება გამოაჩინა, იბრძოლა, უკრაინაში დაბრუნდა, მხარდამჭერები მოიზიდა და ახალი მოთხოვნა გააჟღერა - პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენება. როგორ უპასუხა მას "დემოკრატიულმა ხელისუფლებამ"? მის დაპატიმრებას ცდილობენ. მაგრამ ესეც კი არ გამოუვათ მათ. ხელები შორს მიშიკოსგან!" - დასძინა ჟირინოვსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"