უკრაინის გენპროკურორი: "სააკაშვილს დავაკავებთ" - კვირის პალიტრა

უკრაინის გენპროკურორი: "სააკაშვილს დავაკავებთ"

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო იმედგაცრუებულია მიხეილ სააკაშვილის დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ამის შესახებ იური ლუცენკომ უკრაინის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

"ჩვენ შეგვეძლო უფრო ეფექტურები ვყოფილიყავით. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ის 12 თანამშრომელი, რომელსაც გუშინ სააკაშვილი დასაკითხად გადაჰყავდა ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეები არიან, რომლებმაც ბრძოლები გაიარეს და კანონის მიხედვით ცეცხლი უნდა გაეხსნათ", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

თუმცა, იური ლუცენკომ აღნიშნა, რომ ხელისუფლება სახელმწიფოზე ფიქრობს, ხოლო

"სააკაშვილი მოტყუებული და კურჩენკოს ფულით ნაყიდი ხალხის ზურგს უკან მიმალვით პირად კომფორტზე ფიქრობს".

"ჩვენ მომავალშიც ვიფიქრებთ სახელმწიფოზე, ზოგჯერ ჩვენ ხელთ არსებული უფლებების გამოუყენებლობით, თუმცა სააკაშვილი დაკავებული იქნება", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"