პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს? - კვირის პალიტრა

პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს?

ვლადიმირ პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

"მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტის თანამდებობაზე", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "გაზ"-ის ქარხნის მუშებთან დღევანდელ შეხვედრაზე.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებისთვის უკეთესი ადგილი და უკეთესი მიზეზი არ არსებობს. "მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის", - განუცხადა მუშებს პუტინმა. მისივე თქმით, რუსეთი ივლის მხოლოდ წინ და ამ მოძრაობაში მას ვერავინ და ვერსდროს გააჩერებს.

"ედინნაია რასია" კვლავაც მხარს ვლადიმირ პუტინს დაუჭერს.

"ინტერპრესნიუსი"