ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა - რა რეაქციები მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას?
ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა - რა რეაქციები მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას?
აშშ-ის პრეზიდენტმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ტრამპმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანას 1995 წელს კონგრესმა მხარი დაუჭირა, თუმცა პროცესი მას შემდეგ მოყოლებული ტრამპის პრეზიდენტობამდე წინ არ წასულა.

ტრამპის ამ გადაწყვეტილებას თურქეთის ქალაქებში პროტესტი მოჰყვა. ასობით მოქალაქე ანკარაში, სტამბოლსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოვიდა და აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო.

სტამბოლში მანიფესტანტები შტატების საკონსულოსთან შეიკრიბნენ და ისრაელის დროშა დაწყვეს. აქციის მონაწილეები ანტიამერიკულ და პალესტინის მხარდასაჭერ
ლოზუნგებს სკანდირებდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა.

პალესტინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა, აშშ-მ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება გააუქმოს. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც პალესტინის დელეგაციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს გაუგზავნა.

"ჩვენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ განიხილონ ეს მნიშვნელოვანი საკითხი და სწრაფად იმოქმედონ, რათა თავიანთი ვალდებულება შეასრულონ. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაადასტუროს მკაფიო სამართლებრივი პოზიცია იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, დაადასტუროს ამ სტატუსის ნებისმიერი დარღვევის მიუღებლობა და მოითხოვოს აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გაუქმება", - ნათქვამია წერილში.

ამას გარდა, 8 დეკემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭო აშშ-ს მიერ იერუსალიმის სტატუსთან
დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე სხდომას გამართავს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვეს უშიშროების საბჭოს წევრებმა: ბოლივიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ეგვიპტემ, იტალიამ, სენეგალმა, ურუგვაიმ, საფრანგეთმა და შვედეთმა.

სხდომაზე ანგარიშით გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში გამოვა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გუშინ განაცხადა, რომ იერუსალიმის სტატუსის შესახებ საკითხი მხოლოდ ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

S.K.
09 დეკემბერი 2017 17:35
ნახეთ ეხლა როგორ შეიცვალოს მთელი ამერიკული მასმედიის დამოკიდებულება ტრამპისა და მისი ოჯახის მიმართ უარყოფითიდან დადებითისკენ, yahoo!!!
გივი
07 დეკემბერი 2017 18:56
ტრამპი ებრაელების ლაქიაა
...
07 დეკემბერი 2017 16:54
ტრამპი პირწავარდნილი ავანტიურისტია.ქართველებს ამ კაცის აყოლა გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს! ტრამპი, პუტინი, კიმ ჩენ ინი და მათი ხელის ბიჭები-რა ელის კაცობრიობას?! ვინმეს შეუძლია ამის პროგნოზირება?
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა