მიხეილ სააკაშვილი ავად გახდა? - რას ამბობენ აქციის მონაწილეები? - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი ავად გახდა? - რას ამბობენ აქციის მონაწილეები?

კიევში, პარლამენტის შენობის წინ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ააქტივისტები აქციას განაგრძობენ. კონსტიტუციის მოედანზე პარტია "ბატკივშინას" მხარდამჭერებიც იმყოფებიან. ეროვნული პოლიციისა და ეროვნული გვარდიის თანამშრომლებმა გააძლიერეს წესრიგის დაცვა. მათ გადაკეტეს პარლამენტში ერთ-ერთი შესასვლელი.

როგორც ადგილიდან ტელეარხ NewsOne-ის კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეებმა მას განუცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ავად გახდა.

აღსანიშნავია, რომ გასულმა ღამემ კარვების ქალაქში მშვიდად ჩაიარა და ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია.

"ინტერპრესნიუსი"