"სააკაშვილი სასტუმრო "კიევში" შესვლას ცდილობდა, რათა ვინმეს ნომერში შხაპი მიეღო, თუმცა ის სასტუმროში არ შეუშვეს"
"სააკაშვილი სასტუმრო "კიევში" შესვლას ცდილობდა, რათა ვინმეს ნომერში შხაპი მიეღო, თუმცა ის სასტუმროში არ შეუშვეს"
მიხეილ სააკაშვილი ძებნაშია. მან შემოიკრიბა "ბოევიკები", ხოლო პოლიცია პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მკვეთრი ქმედებების განხორციელებისგან თავს იკავებს, - ამის შესახებ "სახალხო ფრონტის" დეპუტატმა და უკრაინის შს სამინისტროს კოლეგიის წევრმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა.

"სააკაშვილის ყველაზე დიდი სურვილია სისხლი დაიღვაროს, რათა აჩვენოს, რომ მას და მის მომხრეებს სცემენ. ჩვენ მას ასეთ ვარიანტებს არ მივცემთ. ახლა სააკაშვილი კარვების ქალაქშია, იქედან არ გამოდის. მან ქართველი ხალხი მოატყუა, რომელმაც ის გამოაგდო, მაგრამ, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა პოროშენკომ
მას მოქალაქეობა მისცა, რაც დიდი შეცდომა იყო", - განაცხადა ანტონ გერაშენკომ.

მისი თქმით, სააკაშვილი სასტუმრო "კიევში" შესვლას ცდილობდა, რათა ვინმესთან ნომერში შხაპი მიეღო, თუმცა ის სასტუმროში არ შეუშვეს.

იხილეთ ასევე: "კარიდან რომ ვერ მოასწრო, ფანჯრიდან გაიპარაო" - კაცი, რომელსაც ხედავენ, მაგრამ მაინც ეძებენ


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები