ისრაელის დედაქალაქად ჩეხეთმა დასავლეთ იერუსალიმი აღიარა - კვირის პალიტრა

ისრაელის დედაქალაქად ჩეხეთმა დასავლეთ იერუსალიმი აღიარა

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებამ დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან დაკავშირებით ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქადაა აღიარებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი მიდის მხოლოდ დასავლეთ იერუსალიმზე და არ მოიცავს იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილს. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციის შემუშავებისას უნგრეთმა ტექსტში დაბლოკა დებულება, რომელიც აშშ-ს ნაბიჯთან დაკავშირებით „სერიოზულ აღშფოთებას“ გამოხატავდა. უნგრეთის პოზიციის გამო აღნიშნული განცხადება არა ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის, არამედ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ფედერიკა მოგერინის სახელით გავრცელდა.

"ინტერპრესნიუსი"