მოსკოვი აღაშფოთა ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებამ
მოსკოვი აღაშფოთა ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებამ
ოფიციალური მოსკოვი სერიოზულად აღშფოთებულია ვაშინგტონის მიერ ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადატანის განზრახვით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

"მოსკოვმა ვაშინგტონის განცხადება სერიოზული აღშფოთებით მიიღო. ჩვენ იმ მოცემულობიდან გამოვდივართ, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის საიმედო დარეგულირება მიღწეულ უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად, რომლებიც ითვალისწინებენ პალესტინის ტერიტორიების სტატუსის ყველა ასპექტის მოგვარებას, მათ შორის იერუსალიმის სენსიტიური საკითხის მოგვარებას", - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო
დეპარტამენტს მიმართა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.

"ინტერპრესნიუსი"
ვაჟა
11 დეკემბერი 2017 00:42
რამ აღაშფოთა? ისტორიული სამართლიანობა უნდა აღდგეს!!!!
Sniper
08 დეკემბერი 2017 15:05
Amerika aba kargs ras gaaketebda
ტოტო
08 დეკემბერი 2017 10:26
უი აღშფოთდა,თუ შეშფოთდა?
საქართველოში,რომ შემოვარდა და ძირძველი ქართული მიწები,რომ ცალკე სახელმწიფოდ გამოაცხადა მაშინაც აღშფოთდა.შემდეგ ყირიმი,რომ მიაყოლა ისევ აღშფოთებული იყო.
ტრამპი,რომ ყოფილიყო მაშინ პრეზიდენტად ვნახავდით მაგათ შეშფოთებას.
სანამ მაგ ბოროტების ბუდეს არ დაანგრევენ,მსოფლიო მუდმივად აღშფოთებულ შეშფოთებული იქნება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა