მოსკოვი აღაშფოთა ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებამ - კვირის პალიტრა

მოსკოვი აღაშფოთა ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებამ

ოფიციალური მოსკოვი სერიოზულად აღშფოთებულია ვაშინგტონის მიერ ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადატანის განზრახვით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

"მოსკოვმა ვაშინგტონის განცხადება სერიოზული აღშფოთებით მიიღო. ჩვენ იმ მოცემულობიდან გამოვდივართ, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის საიმედო დარეგულირება მიღწეულ უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად, რომლებიც ითვალისწინებენ პალესტინის ტერიტორიების სტატუსის ყველა ასპექტის მოგვარებას, მათ შორის იერუსალიმის სენსიტიური საკითხის მოგვარებას", - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.

"ინტერპრესნიუსი"