კადიროვი: "ტრამპი ისრაელს სისხლიან დაპირისპირებაში ჩაითრევს" - კვირის პალიტრა

კადიროვი: "ტრამპი ისრაელს სისხლიან დაპირისპირებაში ჩაითრევს"

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.

რამზან კადიროვის თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო "მუსლიმური პალესტინა ახლა კარგავს ბოლო იმედს ავტონომიაზე, რაც განსაკუთრებით აღმაშფოთებელია მაშინ, როდესაც რუსეთის დახმარებით სირიის სამთავრობო ძალებმა ქვეყანა "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებისგან გაათავისუფლეს".

"როგორ უნდა გავიგოთ აშშ-ს პრეზიდენტის პოლიტიკა? ძალიან მარტივად. ახლა ბოლო ეჭვი გაქრა იმის თაობაზე, თუ ვინ შექმნა ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული პლაცდარმი საკუთარი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით ტრამპი ისრაელს სისხლიან დაპირისპირებაში ჩაითრევს", - დასძინა კადიროვმა.

იხილეთ ასევე: ...და ისევ ბრძოლა იერუსალიმისთვის - რა სურს ტრამპს, რომლის გადაწყვეტილებას პირველი შეტაკებები უკვე მოჰყვა?

"ინტერპრესნიუსი"