ტიმოშენკო: "ბატონო პრეზიდენტო არ შეარცხვინოთ უკრაინა მსოფლიოს წინაშე. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი" - კვირის პალიტრა

ტიმოშენკო: "ბატონო პრეზიდენტო არ შეარცხვინოთ უკრაინა მსოფლიოს წინაშე. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი"

პარტია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერილ განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მიმართა.

"ბატონო პრეზიდენტო, მმართველობის მეოთხე წელს თქვენ გახდით ერთდროულად პრეზიდენტი, პროკურორი, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და ყველა ტელეარხის პროდიუსერი. ახლა გისოსებს მიღმა აგდებთ თქვენს ოპონენტებს, რასაც იანუკოვიჩი აკეთებდა. გაიხსენეთ ყველაფერი როგორ დასრულდა. მიხეილ სააკაშვილი არა სასამართლომ, არა გენერალურმა პროკურორმა, არამედ თქვენ დააპატიმრეთ. ამიტომაც მოგმართავთ: დაუყოვნებლივ გააუქმეთ თქვენი ბრძანებები. არ შეარცხვინოთ უკრაინა მსოფლიოს წინაშე. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი!" - დაწერა იულია ტიმოშენკომ.

"ინტერპრესნიუსი"