კიევი მძიმე ორშაბათის მოლოდინში - რას დაუპირისპირებს "როშენის" ჯიხურის მფლობელი" პოროშენკო საპროტესტო აქციებს?!
კიევი მძიმე ორშაბათის მოლოდინში - რას დაუპირისპირებს "როშენის" ჯიხურის მფლობელი" პოროშენკო საპროტესტო აქციებს?!
10 დეკემბერს, კიევში, შევჩენკოს სახელობის პარკში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიტინგი გაიმართა, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვდნენ. მიტინგზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ საკაშვილის მხარდამჭერებს სანდრა რულოვსმა მიმართა.

"ადექი, კიევო! ადექი, უკრაინავ!
თქვენ უნდა განაგრძოთ ბრძოლა. უკრაინას სჭირდება ცვლილებები, რათა უკეთესი ქვეყანა გახდეს. ამის მაგალითი საქართველოა. ჩვენთვისაც რთული იყო ეს, მაგრამ საბოლოოდ შედეგი მივიღეთ. მთავარია ცვლილებების სურვილი იყოს. ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, მათ ცვლილებების სურვილი არ გააჩნიათ.
მათთვის ეს ბიზნესია, ხოლო პოლიტიკა კი ბიზნესი არ არის. ამ ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა. ადექი, კიევო! ადექი, უკრაინავ!"
- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

პროტესტანტებს მიმართა სააკაშვილის თანამებრძოლმა დავით საყვარელიძემაც და აღნიშნა, რომ როგორი შეშინებულიც არ უნდა იყოს "როშენის" ჯიხურის მფლობელი პოროშენკო, ამ მოძრაობას ვერ შეაჩერებს. მისი
თქმით, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ არავის მისცემენ უფლებას, მათი მომავალი მოიპარონ.

"უკრაინაში, მაიდნის შემდეგ ასეთი რამ არ მომხდარა. ეს ნიშნავს, რომ ამ "როშენის" ჯიხურის მფლობელი პრეზიდენტი პოროშენკო როგორი შეშინებულიც არ უნდა იყოს, ამ მოძრაობას ვერ შეაჩერებს. ეს არის არა სააკაშვილის მოძრაობა, არამედ უკრაინელების. ეს არის ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა. სიმბოლურია, როდესაც პოროშენკო ქვეყანას და ხალხს უყურებს, როგორც თავისი შოკოლადის ჯიხურს. უკრაინა არ არის შოკოლადის ჯიხური, უკრაინელები კი შოკოლადი, რომლის შეფუთვა და დაშინება შეიძლება", - განაცხადა საყვარელიძემ
.


როგორ  აქციის მონაწილეებმა დაანონსეს დღეს გამართულ  მიტინგს, ხვალიდან უფრო მასშტაბური ფორმა მიეცემა და მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ორშაბათიდან საპროტესტო აქციებს უკვე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დაგეგმავენ . ამის შესახებ სააკაშვილის პარტიის "ახალი ძალების მოძრაობის" წარმომადგენელმა ოლგა გალაბალამ თავდ განაცხადა.

"ხვალიდან უკრაინის ყველა ქალაქში ვიწყებთ საპროტესტო აქციებს. გამოვალთ ჩვენსავე რაიონულ ცენტრებსა და ოლქებში მდებარე ადმინისტრაციებთან და მათ მშვიდობიან პიკეტირებას განვახორციელებთ" - განაცხადა გალაბალამ კიევში გამართულ მიტინგზე.მისივე თქმით, მომდევნო კვირა დღეს კიევში სააკაშვილის მომხრეების მორიგი მარში გაიმართება.

ინფორმაციისთვის, დღეს, კიევში "იმპიჩმენტის მარშის" მონაწილეებმა უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორის მიმდებარე ქუჩების და ასევე "როშენის" მაღაზიის ბლოკირება განახორციელეს.

უკრაინული მედიის ერთი ნაწილის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის პროვოკაცია არ მომხდარა. სხვა ცნობით, კი მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მფლობელობაში არსებული "როშენის" მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს. მანამდე კი მაღაზიაში მყოფთა გამოსაყვანად დერეფანი გააკეთეს.




gio
11 დეკემბერი 2017 10:07
დავით საყვარელიძეს!! კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ ნახირაო
ალექს
11 დეკემბერი 2017 07:07
მაშ გამოდის კორუფციასთან ბრძოლა კარვებში და მიტინგებზე კი არა და საპრლამენტო დარბაზში და სამთავრობო სხდომაზე წყდება საკანონმდებლო ცვლილებით,სახელმწიფოს პრინციპიალური მოწყობის ცვლილების,აბა სად ნახეთ ეს ქუჩაში ხდებოდეს ?
ოც წელიწადზე მეტი მიშას საკანონმდებლო ჩარხის მართვის სადავეები ხელიდან არ გაუშვია,მიშას გარეშე ბურჯანაძეს,ხმალაძეს,გილაურს ,დემეტრაშვილს,ნოღაიდელს,გურგენიძეს ,ბაქრაძეს და მათნაირებს,მერაბიშვილსაც ,მძიმე არ ჩაუწერიათ და წერტილი კანონებში-მაგალითად საგადასახადო კოდექსის მთავარი აზრი "დაიჭი არ გაუშვაა" ,ეგ კი არა და საჯარო რეესტრის ფულის საკეთებელი (დაიჭი,არ გაუფორმო,გაატყავე ) და ყალბ პირადობათა და ამომრჩეველ პირთაც, მბეჭდავი ჩარხის მოწყობის იდეებიც მიშასია და არა ვაშაძისა ,რომ იბრალებს !
მიშა ოსტატია სახელმწიფო ინსტიტუციონალური მოწყობის საკითხებში,ნასწავლი აქვს ზედმიწევნით,სად და როდის ხომ არ იცით ?!
მასზე უკეთ საბჭოთას ვერავინ შეფუთავს დასავლურად !
ესაა მიზანი,აბა სტახანოველი ვანიას მაგივრად დემოკრატი იანკი ციმბირში მოლიბდენს ვერ მოთხრის შახტაში ,ვერც გერმანელი ზინგერი გამოუშვებს საკერავ მანქანებს ვორკუტაში ტელეგრეიკაში გახვეული ,მათ მოლიბდენი ,მანგანუმი ,გაზი და არა დემოკრატია, ციმბირული სჭირდებათ !
მიშა არის ამად კარგი !
ალექს
11 დეკემბერი 2017 06:47
ერთი სიტყვით კორუფცია უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკურ ეკონომიკურ სამართლებრივ მოწყობის მთავარ პრინციპებშია,ასეა აქაც ,მიშამ არც აქ შეცვალა ,იქაც არ შეცვლის,მიშა თავადაა მამალი კორუფციონერი და ეს ამერიკამ იცის !
მიშამ საგადასახაფდო გადასახადში ორი გადასახადი ჩამალა :40 ათასს რომ გასცდება ოჯახის შემოსავალი -იმათი ქონებისა და არარეზიდენტისა საერთაშორისო კომუნიკაციასა და მიმოსვლაში ჯერ იყო 4 % ახლაა 10 % -ორივე რუსულიდან გადმოაწერინა თავის ზნედაცემულ დეპუტატებს,ვერც კი ხვდებიან,რომ ამით მიშამ ლახვარი ჩასცა საშუალო კლასს,40 ათასი ოჯახში ვისაცაა აქვს,სწორედ საშუალო კლასია და ყველას დაჭერა შეუძლია !
არარეზიდენტის გადასახადი ეწინააღმდეგება მსო-ს და სხვა საერრთაშორისო პრინციპებს და საღ აზრს ,რადგან ეს იგივე მომსახურების იმპორტის დაბეგვრაა შერჩევით,მაგალითად ამერიკიდან იმპორტს ბეგრავს,მეგობარიაო კი იძახის მიშა ,ანუ ამერიკასთან იმპორტ ესპორტს ჩასცა ლახვარი,დაიჭერს ნებისმიერ ქართველ საგარეო ვაჭრობაში ჩართულს ,ამ გადასახადს სწორად ვერავინ გადაიხდის,თუ გადაიხდი სწორად წააგებ კონკურენციას სომეხთან,აზერებთან ,რუსთან,აძვირებს იმპორტს ,ანუ ხელს უწყობს კარტელურ იმპორტის მონოპოლისტებს და მათ დამფინანსებელ ბანკებს !
რეზიუმე,მიშა კი არ ებრძვის,მიშა ქმნის დახვეწილ,შეფუთულ ვარდისფერი სახელმწიფო სამოხელეო პარტოკრატიულ კორუფციას ,ის მამა კორუფციის !
აბა ვინმემ თუ შეამოწმა ბანკების და მიკროსაფინანსოების,ყაზტრასგაზის,რკინიგზის,თელასის,მაგთების და ჯეოსელების სუპერმოგებები სად იხარჯება სად მიდის კვარციტისა და მანგანუმის ფულები ,ავტობანების და ჰესების ტენდერების შედეგები სად ილექება ,მუშათა და გლეხთა ჯიბეებში თუ მიშაი და მისი კამანდისა ?
ქოციც მიშასია და ბტკავშინაც მისი იქნება !

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?