აფეთქება მანჰეტენზე - არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

აფეთქება მანჰეტენზე - არიან დაშავებულები

მანჰეტენზე აფეთქება მოხდა. როგორც დასავლური მედია წერს, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული. დაკავებულია ერთი ადამიანი.

თავის მხრივ, ნიუ-იორკის პოლიცია მანჰეტენზე, 42-ე და მე-8 ქუჩების კვეთაზე აფეთქების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს, რასთან დაკავშირებული განცხადებაც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის "ტვიტერის" მიკრობლოგში გამოქვეყნდა.

რით იყო გამოწვეული აფეთქება და აქვს თუ არა შემთხვევას კავშირი ტერორიზმთან, ამ ეტაპზე უცნობია.

მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ ქუჩები გადაკეტა.

მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების გამო, პოლიციამ მეტროს სამი ხაზიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

New York Post-ის ინფორმაციით, აფეთქება მანჰეტენის ავტოსადგურ Port Authority-ზე მოხდა. ადგილზე პოლიცია, საგანგებო სამსახურები და გამნაღმველები არიან მობილიზებული.

"გაურკვეველი წარმომავლობის აფეთქების გამო" ნიუ-იორკის პოლიციამ აფეთქების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეტროს სამი ხაზიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"