"ძალიან შეშფოთებულები ვართ..." - ოფიციალური მოსკოვის პასუხი სააკაშვილს - კვირის პალიტრა

"ძალიან შეშფოთებულები ვართ..." - ოფიციალური მოსკოვის პასუხი სააკაშვილს

კრემლში დიდი მღელვარებით აკვირდებიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს და "ძალიან შეშფოთებულები" არიან მისი გამონათქვამებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ჟურნალისტებმა ჰკითხეს პესკოვს, როგორი კომენტარი აქვს კრემლს სააკაშვილის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ თუკი სასამართლო ФСБ-სთან მის კავშირს დაადასტურებს, ის უკრაინელ მზვერავებზე გაიცვლება, პუტინი კი მას თვითმფრინავს გამოუგზავნის.

"დიდი მღელვარებით ვაკვირდებით მისი განცხადებების ევოლუციას. რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ძალიან შეშფოთებულები ვართ იმით, რასაც ვისმენთ მისი შესრულებით", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

"ინტერპრესნიუსი"