მასშტაბური აქციები, გოგონები ჰიჯაბის გარეშე და არმიის ნეიტრალიტეტი - ირანი რევოლუციის ზღვარზე
Warning: file_get_contents(https://advertlinege.adocean.pl/ad.xml?id=cwKW6Lpokuosdra5azYLtDL5PNhaDX.SBwtfEa8Xnwn.f7): failed to open stream: HTTP request failed! in /var/www/html/www.kvirispalitra.ge/administrator/components/com_mediaconfigurator/helpers/video_article.php on line 134
ირანში ყველაფერი კვერცხის გაძვირების პროტესტით დაიწყო და ახლა ქვეყანა რევოლუციის პირასაა. თეირანში, მეშჰედში, ისპაანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან მიმდინარეობს.

დემონსტრაციები 28 დეკემბერს ირანის მეორე ქალაქში, მაშჰადში დაიწყო, როდესაც ასობით ადამიანმა პროდუქტებზე გაძვირებული ფასები გააპროტესტა. მას შემდეგ პროტესტი ქვეყნის 50-მდე ქალაქში გავრცელდა და მივიდა დედაქალაქ თეირანამდეც.

2009 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი საპროტესტო აქციებია, თუმცა ბევრად განსხვავებული, ვიდრე 8 წლის წინ. 2009 წელს დემონსტრაცია იმართებო
და თეირანში და რამდენიმე მსხვილ ქალაქში, მონაწილეები კი მეტ პოლიტიკურ თავისუფლებას ითხოვდნენ. ამჯერად საპროტესტო აქციები უფრო პატარა, ღარიბ ქალაქებშიც მიმდინარეობს.

ირანული მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, 450-მდე ადამიანი კი დაკავებული.

ირანის არმიამ მყარი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და უარი განაცხადა დემონსტრანტების დარბევაზე
. უფრო მეტიც - ოფიცერთა
ნაწილი, რომელიც სამოქალაქო ფორმებშია, თავად მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში და ახალგაზრდობას ასწავლიან "მოლოტოვის კოქტეილების" გაკეთებას, ასევე შეტევების მოგერიებას და თავის დაცვას.

დემონსტრაციებს შეუერთდნენ ასევე ირანის ქურთები და აზერბაიჯანელები, თუმცა ისინი საკუთარ ეროვნულ ლოზუნგებსაც ახმაურებენ და მოითხოვენ როგორც რეჟიმის შეცვლას, ასევე საკუთარი უფლებების გაფართოებას.

თავდაპირველად ირანში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ ეკონომიკურ სიდუხჭირეს მიაწერეს და თითქმის ყველა უცხოური გამოცემა, გასული დღეების განმავლობაში, მხოლოდ ამ ფაქტორზე წერდა. სინამდვილეში ირანელების აღშფოთების დიდი წილი გამოწვეულია იმ საგარეო პოლიტიკითაც, რომელსაც ირანი ახორციელებს.

საპროტესტო გამოსვლებისას მოლებისა და აიათოლას საწინააღმდეგო არაერთი ლოზუნგი გაისმა, რაც პრაქტიკულად სენსაცია იყო ირანისთვის. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ პირველად ირანის ისტორიაში, მომიტინგეებმა დაარბიეს და გადაწვეს შიიტური სკოლა, მერია...

ხელისუფლებამ დაბლოკა სოციალური მედიის ვებსაიტები და აპლიკაცია "ტელეგრამი", რომელსაც მილიონობით ირანელი იყენებს. ამით მთავრობა ცდილობს შეზღუდოს სოციალურ ქსელებში პროტესტის ამსახველი ფოტოების, ვიდეობის გავრცელება.

ბოლო დღეებში ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების სიმბოლოდ იქცა მედიაში გავრცელებული ირანელი გოგოს ფოტო, რომელმაც თავსაბურავი მოიხსნა და ჰიჯაბის ტარების ვალდებულება გააპროტესტა.

ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარეშე წაქეზებით არის გამოწვეული.

ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის, ალი შამხანის განცხადებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი დგანან.

მისი თქმით, სწორედ ეს ქვეყნები ხელმძღვანელობენ სოციალურ ქსელებში წამოწყებულ კამპანიებს. "ჩვენი ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართული ჰეშთეგების დაახლოებით 27% საუდის არაბეთის მთავრობამ შექმნა. უცხო ქვეყნების ასეთი ჩარევა მიზნად ირანის განვითარების შეფერხებას ისახავს. ეს პროტესტები რამდენიმე დღეში დასრულდება", - განაცხადა შამხანიმ.

გაერო-ში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის განცხადებით, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ შეეცდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიოს.

"ირანელი ხალხი თავისუფლებას მოითხოვს. თავისუფლების მოყვარე ყველა ადამიანმა მათ მხარი უნდა დაუჭიროს", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

ირანში მიმდინარე მოვლეებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი თქმით, ამერიკა ირანში მიმდინარე პროტესტებზე დაკვირვებას განაგრძობს.

"როგორც იქნა, ირანელმა ხალხმა სასტიკი და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო. ფული, რომელიც ობამამ ასე სულელურად გადასცა მათ, ტერორიზმის მხარდაჭერაზე დაიხარჯა და მათ "ჯიბეებში" მოხვდა. ხალხს საკვები აკლია, ინფლაცია დიდია, ირღვევა ადამიანის უფლებები. ამერიკა დაკვირვებას განაგრძობს!", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში.

იხილეთ ასევე: თუ ირანში აიათოლების რეჟიმი დაემხო, ეს დიდ ძვრებს გამოიწვევს მთლიან რეგიონში და აისახება საქართველოზეც

იხილეთ ფოტოგალერეა: ირანი 1970-იან წლებში
კახი
08 იანვარი 2018 12:11
ირანს იგივე ბედი ელის რაც ერაყს, სირიას დ ა ლიბიას დაემართა. ამას ყველაფერს მოყვება ხალხის გაუბედურება და იქნება დიდი მსხვერპლი. ქალაქები და სოფლები ნანგრევებათ იქცევა. აუჯანყებენ ქურთებს და აზებაიჯანელებს. აზერბაიჯანელები იქ 19 მილიონია. ქურთები მოითხოვენ დამოუკიდებლობას. ეს ომი რამდენიმე წელიწადი გასტანს. ამერიკას დიდი ხანია ყელში ეჩხირება ირანი. მოკლეთ ამერიკამ მსოფლიო ჟანდარმის როლი მოირგო.
)))
03 იანვარი 2018 17:53
თუ კვერცხის გაძვირებამ გამოიწვია, ესეიგი "კვერცხების რევოლუცია" ყოფილა ,

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები