კადიროვი: "ირანს "ტროას ცხენს" უმზადებენ"
კადიროვი: "ირანს "ტროას ცხენს" უმზადებენ"
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ აშშ შესაფერის დროს ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას გაუწევს, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გააკრიტიკა.

"დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებს საგრძნობ მხარდაჭერას გაუწევს, როდესაც შესაფერისი დრო დადგება. ირანს "ტროას ცხენს" უმზადებენ", - დაწერა რამზან კადიროვმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, "აქამდე ქმედითი მხარდაჭერა მიიღეს ლიბიის, სირიის, ერაყის, ავღანეთის, სერბეთის, ვიეტნამისა და სხვა ქვეყნების ხალხებმა".

3 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ
ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა შესაბამის დროს ირანელ ხალხს დიდ მხარდაჭერას გაუწევს.

"პატივისცემა ირანელ ხალხს, რომელიც ცდილობს უარი თქვას კორუმპირებულ მთავრობაზე. თქვენ აშშ-სგან დიდ მხარდაჭერას მიიღებთ შესაბამის დროს!", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

იხილეთ ასევე: "მე ის მიყვარს, როგორც კაცს შეიძლება უყვარდეს კაცი" - პუტინის "ჯარისკაცის" სკანდალური
ცხოვრება


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები