როგორ იპოვეს "იაკუძას" ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც 14 წლის განმავლობაში იძებნებოდა? - კვირის პალიტრა

როგორ იპოვეს "იაკუძას" ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც 14 წლის განმავლობაში იძებნებოდა?

იაპონიის უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფება "იაკუძას" ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც 14 წლის განმავლობაში იძებნებოდა, ტაილანდში დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Bangkok Post წერს.

74 წლის სინეჰარუ სირაი პროვინცია ლოპბურიში დააკავეს, სადაც ის საკუთარ ტაილანდელ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

გამოცემის ინფორმაციით, სირაიზე საერთაშორისო ძებნა 2003 წელს გამოცხადდა, როდესაც კონკურენტი დანაშაულოებრივი დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობის გამო მას შეთქმულების მუხლით ბრალი წაუყენეს.

სინეჰარუ სირაის დაკავება ერთი წლის წინ Facebook-ზე ერთ-ერთი ტაილანდელი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს მეშვეობით გახდა შესაძლებელი. მამაკაცის ფოტოზე კარგად ჩანდა "იაკუძასთვის" დამახასიათებელი მრავალრიცხოვანი ტატუირებები.

"ინტერპრესნიუსი"