დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი გააუქმა - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ მან "ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.

თებერვლის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, ტრამპს ლონდონში აშშ-ს საელჩოს ახალი შენობა უნდა გაეხსნა.

"ლონდონში ვიზიტი გავაუქმე, ვინაიდან მხარს არ ვუჭერ ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც ლონდონში საელჩოს შენობა კაპიკებად გაყიდა, მხოლოდ იმისთვის, რომ შემოგარენში ახალი შენობა 1,2 მილიარდ დოლარად აეშენებინა. ცუდი შეთანხმებაა. გინდოდათ, რომ ლენტი გამეჭრა? არა!“ - წერს ტრამპი.