"მზად ვართ, უკრაინას გადავცეთ სამხედრო გემები და ჯავშანტექნიკა" - კვირის პალიტრა

"მზად ვართ, უკრაინას გადავცეთ სამხედრო გემები და ჯავშანტექნიკა"

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია მზადაა, უკრაინას ყირიმში არსებული სამხედრო ტექნიკა დაუბრუნოს.

რუსული პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემა 2014 წელს დაიწყო.

"რამდენიმე ეშელონი გაიგზავნა ყირიმიდან უკრაინაში და უკრაინულმა მხარემაც არაერთხელ დააყენა ყირიმიდან საბრძოლო ტექნიკის დაბრუნების საკითხი. მსურს აღვნიშნო, ჩვენ მზად ვართ ამ პროცესის გასაგრძელებლად. მზად ვართ, გადავცეთ უკრაინას სამხედრო გემები, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ყირიმში, მზად ვართ, გადავცეთ საავიაციო ტექნიკა, ჯავშანტექნიკა", - განაცხადა პუტინმა და დაამატა, რომ აღნიშნული ტექნიკა სავალალო მდგომარეობაშია, რადგან წლების განმავლობაში მისთვის არავის მიუხედავს.

"მზად ვართ, უკრაინას გადავცეთ სამხედრო გემები და ჯავშანტექნიკა, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ყირიმში"

"ინტერპრესნიუსი"