რუსეთში ორი ნიღბიანი სკოლაში შეიჭრა და მასწავლებელი და მოსწავლეები ცივი იარაღით დაჭრა - კვირის პალიტრა

რუსეთში ორი ნიღბიანი სკოლაში შეიჭრა და მასწავლებელი და მოსწავლეები ცივი იარაღით დაჭრა

რუსეთში, ქალაქ პერმში ორი ნიღბიანი მამაკაცი სკოლაში შეიჭრა და რვა მოსწავლე და მასწავლებელი ცივი იარაღით დაჭრა.

ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

როგორც ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, მასწავლებლის და 16 წლის მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა, მათ ოპერაცია უტარდებათ.

ადგილზე სამართალდამცველები და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

პოლიციამ თავდამსხმელები უკვე დააკავა.

"ინტერპრესნიუსი"