"ისლამური სახელმწიფო" დამარცხდა სამხედრო თვალსაზრისით, თუმცა იდეოლოგიური მარცხი არ განუცდია" - კვირის პალიტრა

"ისლამური სახელმწიფო" დამარცხდა სამხედრო თვალსაზრისით, თუმცა იდეოლოგიური მარცხი არ განუცდია"

ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" დამარცხდა სამხედრო თვალსაზრისით, თუმცა იდეოლოგიური მარცხი არ განუცდია, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა განაცხადა.

"ჩვენ "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მარცხის მომსწრე ვართ, თუმცა, მათი იდეოლოგია ჯერ კიდევ არსებობს. მის გაქრობამდე ჯერ კიდევ შორია", - განაცხადა პავლემა.

პაველმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი აუცილებლად მიიჩნევს ერაყში ვითარების სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების ამაღლების მიზნით მუშაობის დაწყებას. გენერლის თქმით, ნატო-ს თავდაცვის მინისტრთან შემდგომ შეხვედრაზე თებერვალში, ბრიუსელში განიხილავენ ერაყისთვის მხარდაჭერის გასაფართოებლად პრაქტიკულ ზომებს.

"ერაყისთვის მხარდაჭერა ნატო-ს მხრიდან განხორციელდება პაკეტის რეჟიმში. ის მიმართული იქნება მთელი ქვეყნისა და მოქალაქეების მხარდასაჭერად და არა ცალკეული ჯგუფებისკენ", - აღნიშნა გენერალმა პაველმა.

"ინტერპრესნიუსი"