"სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიდიოდნენ" - ავარიას თურქეთში ავტობუსში მყოფი 11 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიდიოდნენ" - ავარიას თურქეთში ავტობუსში მყოფი 11 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის პროვინცია ესკიშეჰირში ავარიას ავტობუსში მყოფი 11 ადამიანი ემსხვერპლა და 44 დაშავდა. ამის შესახებ "ანადოლუ" პროვინციის გუბერნატორ ოზდემირ ჩაკაჯაკზე დაყრდნობით წერს.

"ავტობუსი, რომლითაც ანკარადან ბურსაში ექსკურსიაზე სკოლის მოსწავლეები მიემართებოდნენ, გზის ნაპირას ხეებს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 44 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მძღოლები დაკავებულები არიან", - განაცხადა ჩაკაჯაკმა.

"ინტერპრესნიუსი"