ათენში, უკრაინის საელჩოზე თავდასხმა სცადეს - კვირის პალიტრა

ათენში, უკრაინის საელჩოზე თავდასხმა სცადეს

ათენში, უკრაინის საელჩოზე თავდასხმა სცადეს, -ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ღამით ათენში ჩვენს საელჩოზე "მოლოტოვის კოქტეილებით" თავდასხმა სცადეს. ალბათ რადიკალები იქნებოდნენ. არავინ დაშავებულა. ბერძნებთან თანამშრომლობასა და სადღეღამისო დაცვის შესახებ მოვილაპარაკეთ. ვზრუნავთ უსაფრთხოებაზე და ყველა ზომებს ვიღებთ", - დაწერა კლიმკინმა.

ამასთანავე, მინისტრმა მომხდარში "რუსული კვალი" დაინახა.

"ინტერპრესნიუსი"