სირიიდან თურქეთის ქალაქ ქილისზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა - კვირის პალიტრა

სირიიდან თურქეთის ქალაქ ქილისზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

სირიის ტერიტორიიდან თურქეთში ქალაქ ქილისზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო "ანადოლუ" ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამი ჭურვი სირიიდან აფრინის რაიონიდან იყო გაშვებული. ინციდენტი ადგილობრივი დროით 01:40 საათზე დაფიქსირდა. დაშავებულები არ არიან. სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებულია ორი შენობა.

20 იანვარს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ოპერაციის პირველ დღეს თურქეთის საჰაერო ძალებმა აფრინის რაიონში 108 სამიზნე გაანადგურეს.

"ინტერპრესნიუსი"