"სირიაში, აფრინში ანტიტერორისტული ოპერაცია, ფაქტობრივად, დაწყებულია, შემდეგი მემბიჯი იქნება" - კვირის პალიტრა

"სირიაში, აფრინში ანტიტერორისტული ოპერაცია, ფაქტობრივად, დაწყებულია, შემდეგი მემბიჯი იქნება"

"სირიაში, აფრინში ანტიტერორისტული ოპერაცია, ფაქტობრივად, დაწყებულია, შემდეგი მემბიჯი იქნება", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთმა უნდა გაიაზროს, რომ თურქეთი არის მოკავშირე, რომელთანაც რეგიონში თანამშრომლობა საჭიროა.

თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა დასავლეთს გადახედოს საკუთარი პოლიტიკა სირიაში და შეწყვიტოს თანამშრომლობა ქურთ ტერორისტებთან, რომლებიც ამერიკამ და ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს.

"ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" თანამშრომლობის შესახებ ინფორმირებულები არიან დასავლეთშიც, სადაც ყველაფერი კეთდება, რომ თურქეთი და მსოფლიო თანამეგობრობა შეცდომაში შეიყვანონ. ისინი ჯერ სირიის ჩრდილოეთში გარკვეული ჯარის ჩამოყალიბებაზე საუბრობენ, შემდეგ კი საკუთარ განცხადებებს უარყოფენ", - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

"ინტერპრესნიუსი"