"თალიბანის" "ბოევიკებმა" სამთავრობო ძალების სულ მცირე 18 წევრი მოკლეს - კვირის პალიტრა

"თალიბანის" "ბოევიკებმა" სამთავრობო ძალების სულ მცირე 18 წევრი მოკლეს

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში "თალიბანის" "ბოევიკებმა" სამთავრობო ძალების სულ მცირე 18 წევრი მოკლეს, - ამის შესახებ სააგენტო "სინჰუა" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმა გამშვებ პუნქტზე ბალხის პროვინციაში მოხდა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ავღანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ პროვინციებში ექსტრემისტების პოზიციების გაძლიერება შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ "თალიბანის" საველე მეთაურები და "ბოევიკები" "ისლამურ სახელმწიფოს" მხარდაჭერას უცხადებენ.

"ინტერპრესიუსი"