"აშშ არასოდეს დაუშვებს იმას, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მოიპოვოს" - კვირის პალიტრა

"აშშ არასოდეს დაუშვებს იმას, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მოიპოვოს"

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება კატასტროფაა. ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ განაგრძობს ისრაელთან ერთად მუშაობას, რათა ერთობლივად დაუპირისპირდნენ "ტერორიზმის სპონსორ წამყვან ქვეყანას", ირანს, რომელიც რეგიონში ქაოსს თესავს.

"ირანი მხარს უჭერს ტერორისტულ ჯგუფებს ისრაელის საზღვართან. ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება კატასტროფაა. ვაშინგტონი ამ შეთანხმების შესრულებას არ დაამოწმებს. თუ აღნიშნული შეთანხმება არ გამოსწორდება, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, აშშ გამოვა ამ შეთანხმებიდან", - აღნიშნა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

მაიკ პენსმა განაცხადა, რომ "აშშ არასოდეს დაუშვებს იმას, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მოიპოვოს".

"ჩვენ ასევე არ მოვითმენთ, რომ ირანმა ტერორიზმის მხარდაჭერა განაგრძოს", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"