ინდოეთმა წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია - კვირის პალიტრა

ინდოეთმა წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია

ინდოეთმა წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა Prithvi-II, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია. ამის შესახებ გამოცემა The Times of India ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რაკეტის გაშვება ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ორისას შტატში, ჩანდიპურის პოლიგონზე, ადგილობრივი დროით 11:35 საათზე მოხდა.

Prithvi-II-ს 0,5-დან 1 ტონამდე მასის ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია. მისი სიშორე 250-350 კილომეტრს აღწევს. რაკეტის სიგრძე 9 მეტრს, მასა კი 4,5 ტონას შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"