მიხეილ სააკაშვილს კიევის პროკურატურაში საექსტრადიციო შემოწმების ფარგლებში გამოკითხავენ - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილს კიევის პროკურატურაში საექსტრადიციო შემოწმების ფარგლებში გამოკითხავენ

12 თებერვალს კიევის პროკურატურა საექსტრადიციო შემოწმების ფარგლებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა УНН უკრაინის იუსტიციის სამინისტროში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

"სააკაშვილს ორშაბათს საექსტრადიციო შემოწმების ფარგლებში განმარტებების მისაცემად იბარებენ", - განაცხადა გამოცემის წყარომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სასამართლომ სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ქართულმა მხარემ უკრაინას მისი ექსტრადიციის მოთხოვნით შარშან მიმართა, რის შემდეგაც უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ საექსტრადიციო შემოწმება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"