"თურქეთის რესპუბლიკა ოსმალეთის იმპერიის გაგრძელებაა" - კვირის პალიტრა

"თურქეთის რესპუბლიკა ოსმალეთის იმპერიის გაგრძელებაა"

თურქეთის რესპუბლიკა ოსმალეთის იმპერიის გაგრძელებაა, - ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა სულთან აბდულჰამიდ მეორის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

"თურქეთის რესპუბლიკა, როგორც ჩვენი წინა სახელმწიფოები, რომლებიც ერთმანეთის გაგრძელებას წარმოადგენდნენ, ოსმალეთის იმპერიის გაგრძელებაა", - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზღვრები შეიცვალა, არსი იგივე დარჩა. "რა თქმა უნდა, საზღვრები შეიცვალა. მმართველობის ფორმა შეიცვალა. თუმცა, არსი იგივეა, სული იგივეა, ბევრი ინსტიტუტიც კი იგივეა", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"