მოსკოვთან ახლოს სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - კვირის პალიტრა

მოსკოვთან ახლოს სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

"სარატოვის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის "დომოდედოვოს’ აეროპორტიდან "ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა. ამის შესახებ "ინტერფაქსს" წყარომ განუცხადა.

"თვითმფრინავი, სავარაუდოდ, სოფელ არგუნოვოსთან ჩამოვარდა. ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების გადარჩენის შანსი არ არის", - განაცხადა სააგენტოს წყარომ.

მანამდე, წყარომ "ინტერფაქსს" აცნობა, რომ "ან-148" ტიპის თვიტმფრინავი რადარებიდან გაქრა. ეკიპაჟთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ბორტზე 71 ადამიანი - 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

თვითმხილველებმა ექსტრემალურ სამსახურებს პოდმოსკოვიეში, რამენსკის რაიონში თვითმფრინავის ვარდნის შესახებ შეატყობინეს.

"ინტერპრესნიუსი"