"სახიფათო თვითმფრინავი" - რა გახდა საზარელი ავიაკატასტროფის მიზეზი?! (ვიდეო)
"სახიფათო თვითმფრინავი" - რა გახდა საზარელი ავიაკატასტროფის მიზეზი?! (ვიდეო)
თვითმფრინავი "ან-148, რომელიც მოსკოვიდან ორსკში მიფრინავდა, აეროპორტ დომოდედოვოდან მოსკოვის დროით, სამის 20 წუთზე აფრინდა. ზუსტად 7 წუთის შემდეგ ის რადარების ეკრანებიდან გაქრა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 71 ადამიანი იმყოფებოდა - 65 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი, მოსკოვის მახლობლად, რამენსკის რაიონში ჩამოვარდა. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. "ან-148" რეისს ავიაკომპანია "სარატოვის ავიახაზების" ეგიდით ასრულებდა.

ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავს გამოცდილი მფრინავი ვალერი გუბანოვი მართავდა, რომელსაც მთლიანობაში, ხუთი ათასი საათი ფრენის გამოცდილება
ჰქონდა, მათგან 2800 საათი სწორედ "ან-148"-ის მართვაში ჰქონდა გატარებული.

თავადაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ფოსტის ვერტმფრენთან შეჯახება გახდა, თუმცა ეს "რუსეთის ფოსტამ" კატეგორიულად უარყო. უწყებაში განმარტეს, რომ მათ ვერტმფრენი საერთოდ არ გააჩნიათ და მხოლოდ ორ თვითმფრინავს ფლობენ.

ორსკის აეროპორტში თვითმფრინავში მყოფი მგზავრების ახლობლები
არიან შეკრებილები, რომლებთანაც ფსიქოლოგები მუშაობენ. ადგილზე ჭირისუფალთა მხარდასაჭერად ორსკის აეროპორტში სასულიერო პირებიც მივიდნენ. უკვე გამოქვეყნდა იმ მგზავრთა სიაც, ვინც აღნიშნულ რეისზე იყო დარეგისტრირებული. მათ შორის არის ერთი ბავშვიც.
საბედისწერო რეისის მგზავრების ახლობლები ორსკის აეროპორტში
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის დავალებით, სამგზავრო თვითმფრინავის "შავ ყუთის" ძებნაში უპილოტო ავიაციაც ჩაერთო. მისივე განცხადებით, ავიაკატასტროფის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დღე-ღამის განმავლობაში, შეუჩერებლად გაგრძელდება. სახელმწიფოთაშორისო საავიაციო კომიტეტმა უკვე დააკომპლექტა სპეციალური კომისია, რომელიც "ან-148"-ის ავიაკატასტროფას გამოიძიებს. სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრნენ.

"როსტრანსნადზორი" კი ავიაკომპანია "სარატოვის ავიხაზების" არაგეგმურ შემოწმებას განახორციელებს.

"სახიფათო თვითმფრინავი"


რუსულ მედიის ინფორმაციით, 2010 წელს ავიაკომპანია "რასიამ" საზოგადოება გააფრთხილა, რომ "ან-148" ტიპის თვითმფრინავი ვერ უზრუნველყოფდა ფრენის სათანადოდ უსაფრთხოებას. ავიაკომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ამ ტიპის თვითმფრინავის მართვის სისტემაში ნაპოვნი იყო 31 გამოუსწორებელი ხარვეზი.

12 თებერვალი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა, რის შესახებაც ინფორმაცია სააგენტო "რია ნოვოსტმა" გაავრცელა. (წყარო)

იხილეთ ვიდეო




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?