თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაწყვეტის პირასაა"
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაწყვეტის პირასაა"
თურქეთსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები გაწყვეტის პირასაა ამერიკელების მხრიდან სირიაში ტერორისტული დაჯგუფების მხარდაჭერის გამო, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ შავუშოღლუმ განაცხადა.

"აშშ-სთან კავშირები კრიტიკულ ზღვარზეა. ჩვენ ან გამოვასწორებთ ამ ურთიერთობებს, ან ისინი სრულიად გაწყდება. ჩვენ შეერთებული შტატებისგან კონკრეტული ნაბიჯები გვჭირდება. დაკარგული ნდობა აღდგენას საჭიროება. ნდობის დაკარგვის მიზეზი შეერთებული შტატებია", - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუმ აშშ-სა და ქურთულ დაჯგუფება "სახალხო თავდაცვის ძალებს" შორის კავშირიც გააკრიტიკა.

"შეერთებული შტატები
ხელს არ ახლებს "ისლამური სახელმწიფოს" წევრებს, რათა "სახალხო თავდაცვის ძალებთან" მუშაობა გააგრძელოს", - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 20 იანვარს თურქეთმა სირიაში, აფრინში სამხედრო ოპერაცია "ზეთისხილის ტოტი" დაიწყო. თურქეთი სამხედრო ოპერაციას აწარმოებს ქურთისტანის მუშათა პარტიისა და მისი სხვა განშტოებების
წინააღმდეგ, მაშინ როცა, ერთ-ერთი მათგანი "სახალხო თავდაცვის ძალები" აშშ-ს მოკავშირეს წარმოადგენს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები