ჟირინოვსკი: "სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ" - კვირის პალიტრა

ჟირინოვსკი: "სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ"

რუსეთის "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარემ და პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს "ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინი" უწოდა.

"ის სიბრალულს იმსახურებს. მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი ყველა ნარინჯისფერი რევოლუციის ორგანიზატორია. თეორეტიკოსი ჯინ შარპი რამდენიმე ხნის წინ მოკვდა, ხოლო სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ. ის პრაქტიკოსია, ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინია", - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

გუშინ, უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა.

იხილეთ: "სააკაშვილი აშკარად კმაყოფილია პოლონეთში გაშვებით, რადგან უარესს ელოდა" - რას წერს მსოფლიო პრესა სააკაშვილის გაძევებაზე?

"ინტერპრესნიუსი"