ერდოღანი: "ვინც ამბობს, რომ აგრესიულად გვიპასუხებს თუ დავარტყამთ, არ გამოუცდია ოსმალური ალიყური"
ერდოღანი: "ვინც ამბობს, რომ აგრესიულად გვიპასუხებს თუ დავარტყამთ, არ გამოუცდია ოსმალური ალიყური"
"აშშ-ს გადაწყვეტილება სირიაში ქურთული დაჯგუფებებისთვის მხარდაჭერის გაგრძელებაზე გავლენას მოახდენს თურქეთის სამომავლო ნაბიჯებზე", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"ჩვენი მოკავშირის აშშ-ს გადაწყვეტილება ფინანსური დახმარება გაუწიოს "სახალხო თავდაცვის ძალებს", რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ჩვენ მივიღებთ", - განაცხადა თურქეთის ლიდერმა პარლამენტში მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრისას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი სირიის ქალაქ მანბიჯშიც აპირებს ოპერაციის გაგრძელებას.

"ჩვენ თითოეულ ტერორისტს გავანადგურებთ. მაშინ გაიგებენ, რომ ტერორისტებთან ერთად დგომა არ ღირს. ცხადია, რომ ვინც ამბობს, რომ
აგრესიულად გვიპასუხებს თუ დავარტყამთ, არ გამოუცდია ოსმალური ალიყური", - აღნიშნა მან.

"ინტერპრესნიუსი"
ezra
14 თებერვალი 2018 17:55
ასეთ შემთხვევაში რუსები ამბობენ- ,,დაიგრაეშსია პარენ''!
რუბრიკის სხვა სიახლეები
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ ყველაზე მეტად?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა