"ბორისპოლის" აეროპორტში ოდესის მერი დააკავეს - კვირის პალიტრა

"ბორისპოლის" აეროპორტში ოდესის მერი დააკავეს

კიევში, "ბორისპოლის" აეროპორტში ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

როგორც უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, ოდესის მერი კიევში ვარშავიდან ჩაფრინდა, სადაც ის მესაზღვრეებმა დააკავეს და უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცეს.

"აღნიშნულ მოქალაქესთან მიმართებაში მესაზღვრეებმა ერთ-ერთი სამართალდამცავი ორგანოს დავალება შეასრულეს. ადგილზე მოვიდნენ ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებსაც გადაეცა ოდესის მერი", - აღნიშნეს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში.

გენადი ტრუხანოვს ბრალად ედება ადგილობრივი ბიუჯეტის თანხების მითვისება საავტომობილო გზების რეკონსტრუქციის ღირებულების გაზრდის საშუალებით.

"ინტერპრესნიუსი"