რატომ მიუსაჯა ისრაელის სასამართლომ ტერორისტს "ოთხი სამუდამო პატიმრობა"? - კვირის პალიტრა

რატომ მიუსაჯა ისრაელის სასამართლომ ტერორისტს "ოთხი სამუდამო პატიმრობა"?

ისრაელის სასამართლომ ებრაელი ოჯახის მკვლელობისთვის პალესტინელ ტერორისტს "ოთხი სამუდამო პატიმრობა" მიუსაჯა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა.

"საძაგელ ტერორისტს სოლომონების ოჯახის მკვლელობისთვის ოთხი სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. არ არსებობს სამუდამო სასჯელების ისეთი რაოდენობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ადამიანის გარეგნობის მქონე ამ ცხოველისთვის, რომელიც კიდევ სიცილს ბედავს", - დაწერა ლიბერმანმა "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში.

გასული წლის ივლისში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის მკვიდრმა მეზობელ სოფელში, ღამით, და-ძმა და მათი მოხუცი მამა მოკლა, დედას კი მძიმე ჭრილობები მიაყენა.

"ინტერპრესნიუსი"