არგენტინაში სამართალდამცავებმა 10 ტონამდე მარიხუანა ამოიღეს - სად ინახებოდა ნარკოტიკი? - კვირის პალიტრა

არგენტინაში სამართალდამცავებმა 10 ტონამდე მარიხუანა ამოიღეს - სად ინახებოდა ნარკოტიკი?

არგენტინის ეროვნულმა ჟანდარმერიამ მისიონესის პროვინციაში დაახლოებით 10 ტონა მარიხუანა ამოიღო. ამის შესახებ გამოცემა "კაპიტალი" იუწყება.

მათი ინფორმაციით, 20 მილიონი დოლარის ღირებულების მარიხუანა სატვირთო ავტომობილში ინახებოდა. პოლიციამ ასევე სამი ნარკომოვაჭრე დააკავა.

"ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფება მარიხუანას მარაგს ზრდიდა და ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი ტრანსპორტირებისთვის მზად იყვნენ, ვინაიდან მათ ქალაქ სან-ლუისში სატვირთო ავტომობილი შეიძინეს", - განაცხადა უშიშროების მინისტრმა პატრიცია ბულრიჩმა.

"ინტერპრესნიუსი"