"თურქეთი სირიას არ ეომება, არამედ ტერორიზმს ებრძვის" - კვირის პალიტრა

"თურქეთი სირიას არ ეომება, არამედ ტერორიზმს ებრძვის"

თურქეთი სირიას არ ეომება, არამედ ტერორიზმს ებრძვის, - ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

"თურქეთი არ ომობს არც ერთ ქვეყანასთან. სირიაში საუბარი მიდის არა ომზე, არამედ ტერორისტებთან ბრძოლაზე. სირიაში არა მხოლოდ თურქეთი იბრძვის, არამედ სხვა 62 ქვეყანაც, რომლებიც საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში შედიან", - აღნიშნა ბინალი ილდირიმმა.

თურქეთის მთავრობის მეთაურმა, ასევე განაცხადა, რომ თუ რომელიმე ქვეყანა თურქეთთან ომს დაიწყებს, საკადრის პასუხს მიიღებს. მისი თქმით, აფრინის რაიონში მიმდინარე ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

"ინტერპრესნიუსი"