ისრაელის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ტერაქტი აღკვეთეს - კვირის პალიტრა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ტერაქტი აღკვეთეს

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ტერაქტი აღკვეთა, რომლის სამიზნე ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტს ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური ჯიჰადი" ამზადებდა. "ბოევიკები" ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას მინისტრის კორტეჟის გზაზე გეგმავდნენ.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა "შაბაკმა" ექვსი პირი დააკავა. დაკავების ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხედროები და პოლიციელები.

აღნიშნული დაჯგუფების გამოვლენა და დაკავება ბოლო კვირის განმავლობაში მოხდა, ხოლო ინფორმაციის გასაჯაროების ნებართვა დღეს გაიცა.

"ინტერპრესნიუსი"