თურქეთიდან 17 სახელმწიფო მოხელე საბერძნეთში გასაბერი ნავით გაიქცა - რას წერს ბერძნული მედია? - კვირის პალიტრა

თურქეთიდან 17 სახელმწიფო მოხელე საბერძნეთში გასაბერი ნავით გაიქცა - რას წერს ბერძნული მედია?

თურქეთის 17 სახელმწიფო მოხელე საბერძნეთში გასაბერი ნავით გაიქცა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, კუნძულ ინუსესს მიადგა გასაბერი ნავი, რომელზეც 17 ადამიანი იმყოფებოდა.

"საუბარია 17 სახელმწიფო მოხელეზე, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ერდოღანის რეჟიმის მხრიდან დევნის გამო მათ თურქეთში დაპატიმრება ემუქრებათ. ისინი მიგრანტთა და ლტოლვილთა მიღების ცენტრში გადაიყვანეს", - წერს ბერძნული მედია.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ჩახშობის შემდეგ 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 140 ათასზე მეტი სახელმწიფო მოსამსახურე კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თურქეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ოპოზიციონერი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. აშშ-ში მცხოვრებმა გიულენმა კი გადატრიალების მცდელობა დაგმო და ყველა ბრალდება უარყო.

"ინტერპრესნიუსი"