"ეი, ნატო, სად ხარ? ნუთუ თურქეთი ნატო-ს წევრი არ არის?"
"ეი, ნატო, სად ხარ? ნუთუ თურქეთი ნატო-ს წევრი არ არის?"
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო გააკრიტიკა იმის გამო, რომ ალიანსი თურქეთს მხარს არ უჭერს სირიაში მიმდინარე ოპერაციაში.

"ეი, ნატო, სად ხარ? ჩვენ ამდენს ვიბრძვით. ნატო-ვ, ნუთუ თურქეთი ნატო-ს წევრი არ არის? სად ხარ?“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ მერსინში სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთის ლიდერის თქმით, ნატო-ს წევრმა თურქეთმა თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტის ზონებში გააგზავნა, როდესაც მას ეს სთხოვეს, თუმცა სანაცვლოდ თურქეთს მხ
არდაჭერა არ მიუღია.

„ნატო-ს წევრი ქვეყნები თურქეთის მხარდაჭერას არ იჩენენ „ზეთისხილის ტოტის“ ოპერაციის ფარგლებში და უფრო მეტიც, ანკარას ქმედებებს სირიაში ეწინააღმდეგებიან", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის მიზანი არ არის სხვა ქვეყნის ტერიტორიების დაპყრობა, არამედ რეგიონში ტერორიზმის აღმოფხვრაა.

"ინტერპრესნიუსი"
Burnuta
15 მარტი 2018 15:20
Nato rato mashin ar dapatizhe cxvari ro dakali, exla roca zhangiani mushti mogxvda natoc gagaxsenda :)
Sniper
13 მარტი 2018 06:42
Nato arada kato
maxo
11 მარტი 2018 18:12
პუტინმა ნატოს აახია თურქეთი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?