დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა
დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მდივნის პოსტს მაიკ პომპეო დაიკავებს.

"მაიკ პომპეო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი, ჩვენი ახალი სახელმწიფო მდივანი გახდება. ის ფანტასტიკურ სამსახურს გაგვიწევს! მადლობა რექს ტილერსონს მისი მუშაობისთვის! ჯინა ჰასპელი გახდება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალი უფროსი და ამ თანამდებობაზე პირველი ქალი იქნება", - წერს ტრამპი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები